ფეხბურთი

22:27 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” გომესი და კუადრადო გამოაკლდნენ

სერია A-ს მე-3 ტურის მატჩი “ფიორენტინასთვის” ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა. ფლორენციელებმა “კალიარისთან” გამართულ საშინაო მატჩში ქულები დაკარგეს. მიღებული წითელი ბარათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის დავიდ პისაროს, რასაც მარიო გომესისა და ხუან კუადრადოს ტრავმებიც ემატება.

მარიო გომესს ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული, რაც მსუბუქი ტრავმა ნამდვილად არაა. რაც შეეხება კუადრადოს, მას მხარი აქვს ნაღრძობი.

ფეხბურთელების მკურნალობის ზუსტი ვადები ცნობილი არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გომესს დაახლოებით თვენახევარი გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114695