ფეხბურთი

23:43 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ხოაკინი დაადასტურა

31 წლის ესპანელი შემტევი ხოაკინ სანჩესი კარიერას “ფიორენტინაში” განაგრძობს. ფლორენციელებმა “მალაგასთან” ტრანსფერის დეტალების შეთანხმება დაადასტურეს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფიორენტინა” ხოაკინის შეძენასთან ახლოს იყო. როგორც ჩანს, მხარეები “მალაგას” დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტას ელოდნენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანდალუსიელთა დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება და ისინი, მომდევნო სეზონში, ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ. დღეს კი, “იებმა” ტრანსფერი დაადასტურეს.

გარიგების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობი რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116196