ფეხბურთი

11:27 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” პისარო დაკარგა

ჩილეს ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველმა დავიდ პისარომ ეროვნულ გუნდში თამაშისას სერიოზული ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს რამდენიმე თვით დააკლდება.

14 აგვისტოს ჩილეს ნაკრებმა ერაყი 6:0 გაანადგურა. 33 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ დასკვნითი 21 წუთი გაატარა, მაგრამ ამ პერიოდში დაზიანების მიღება მოასწრო.

Football Italia-ს ცნობით, მას სრულფასოვანი გამოკვლევა გუშინ ჩაუტარდა და გაირკვა, რომ პისაროს მუცლის შიდა კუნთების პრობლემა აქვს. ერთკვირიანი თერაპიული კურსის დასრულების შემდეგ, მას განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე უფრო კონკრეტულად მაშინ გახდება ცნობილი. მკურნალობა და აღდგენითი პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

“ფიორენტინასთვის” ახალი სეზონი 22 აგვისტოს, შვეიცარიულ “გრასჰოპერთან” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით იწყება.

0.136726