ფეხბურთი

17:42 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” მეკარე დაიმატა

 

ფლორენციის “ფიორენტინამ” ესპანური “ლევანტეს” კარის დარაჯი – გუსტავო მუნუა გადაიბირა. Calcionewstime-ს ცნობით, 35 წლის ურუგვაელს ვალენსიელებთან კონტრაქტი ამოეწურა და იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა, უცნობია. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში, მუნუამ “ლევანტეს” მაისური 29 მატჩში მოირგო.

ვალენსიაში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, მუნუა “ნასიონალის”, “დეპორტივოსა” და “მალაგას” შემადგენლობაში თამაშობდა. 

0.1206