25 წლის სლოვენელიელი შემტევი ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი კარიერას “ფიორენტინაში” განაგრძობს. ფლორენციელებმა დაადასტურეს, რომ “პალერმოსთან” შეთანხმება მიღწეულია.
ცნობილი გახდა, რომ “ფიორენტინას” ილიჩიჩი 9 მილიონი ევრო დაუჯდება. შეთანხმება ბონუსებსაც ითვალისწინებს.
იოსიპ ილიჩიჩი “პალერმოში” 2010 წლიდან თამაშობდა. სიცილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.