ფლორენციის “ფიორენტინამ” 25 წლის უკრაინელი თავდამსხმელის, ოლექსანდრ იაკოვენკოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ამჟამად, იაკოვენკო კვლავ “ანდერლეხტის” საკუთრებაში რჩება, მაგრამ ბელგიელებთან მას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. 1 ივლისს, ის “ფიორენტინას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და “იების” შემადგენლობაში 2016 წლამდე ითამაშებს.
იაკოვენკო “ანდერლეხტში” 2008 წლიდან თამაშობდა. 2012-13 წლების სეზონში, ბელგიის ჩემპიონატში, მან 20 თამაში ჩაატარა, მაგრამ 15-ჯერ შეცვალზე შევიდა. უკრაინელმა 7 გოლის გატანა მოახერხა.