ფლორენციის “ფიორენტინამ” არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ხოსე მარია ბასანტა შეიძინა. ამ ინფორმაციას “იების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
იტალიელებმა 30 წლის არგენტინელის ყოფილ კლუბთან – მექსიკურ “მონტერეისთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს. ფლორენციელებმა სამხრეთამერიკელი 3.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ბასანტა “მონტერეიში” 2008 წლიდან თამაშობდა. მექსიკის ჩემპიონატის გასულ სეზონში, არგენტინელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.