ფეხბურთი

12:28 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ახალგაზრდა მცველი გაიფორმა

 

იტალიურმა “ფიორენტინამ” და ხორვატულმა “რიეკამ” შეთანხმებას მიაღწიეს და 18 წლის მცველი, რიკარდო ბაგადური, კარიერას იტალიაში განაგრძობს – იუწყება “იების” ოფიციალური ვებგვერდი.


ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

ბაგადური ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და სამშობლოში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მცველი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა – 189 სანტიმეტრია და 87 კილოგრამს იწონის.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114331