ფეხბურთი

18:40 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” ვილიასა და დოს სანტოსში 13 მილიონს იხდის

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციური “ფიორენტინა” “ბარსელონას” 2 ფეხბურთელის, დავიდ ვილიასა და ჯონათან დოს სანტოსის შეძენითაა დაინტერესებული. AS-ის ცნობით, იტალიელები ორივე მათგანში 13 მილიონის გადახდას აპირებენ, ხოლო “ბარსა” მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ვილიას მიმართ “ფიორენტინას” დაინტერესებას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტი ვიქტორ ონატე, რომელიც TuttoMercato-სთან საუბრისას შემდეგს აცხადებს: “ფიორენტინას” მხრიდან ოფიციალურად დაინტერესებაზე საუბრი ნაადრევია, მაგრამ ვიცით, რომ გარკვეული ინტერესი არსებობს. დავიდი, ამჟამად, კონფედერაციის თასზეა კონცენტრირებული. ისეთი გუნდის დატოვება, როგორიც “ბარსელონაა”, ძალიან ძნელია და ასეთი გადაწყვეტილება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ ვილია წასვლას გადაწყვეტს, მხოლოდ სერიოზულ პროექტებს განვიხილავთ, რომელიც დავიდს უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას მისცემს.”

0.112968