ფეხბურთი

1:05 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინა“ სტუმრად ისევ აგებს

ბოლო დროს, სტუმრად ჩატარებულ მატჩებში, „ფიორენტინა“ აშკარად ვერ ბრწყინავს. სერია A-ს 26-ე ტურის ბოლო შეხვედრაში, ფლორენციელები ბოლონიას ეწვივნენ, სდაც ზედიზედ მე-4 გასვლითი თამაში წააგეს.

პირველი ტაიმი „იებმა“ მოიგეს. 27-ე წუთზე, ლიაიჩმა აკვილანის გადაცემა გამოიყენა. თუმცა, მე-2 ნახევარში, მოტამ და შეცვლაზე შესულმა კრისტოდულოპულოსმა სტუმრების კარში თითო ბურთი გაიტანეს და 3 ქულა ბოლონიაში დარჩა.

 

ბოლონია-ფიორენტინა 2:1 (0:1) 

ბოლონია, “რენატო დალ არა

ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, მოტა (გარიკსი 73), ანტონსონი, ჩერუბინი, მორლეო, პერესი (ტაიდერი 48), კრინი, კონე, დიამანტი, გაბიადინი (კრისტოდულოპულოსი 69), ჯილარდინო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი (ლარონდო 89), აკვილანი, მილიაჩო (ტონი 86), ვალერო, კუარდადო, იოვეტიჩი, ლიაიჩი (სისოკო 83).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 0:1 ლიაიჩი 27, 1:1 მოტა (58), 2:1 კრისტოდულოპულოსი (84).

გაფრთხილებები: ანტონსონი 29, დიამანტი 45, გაბიადინი 52 - კუადრადო 57, აკვილანი 87.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11 (8)-12 (4), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-5, ჯარიმა: 18-13.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10.

 

შემდეგი ტური

1 მარტი

ნაპოლი-იუვენტუსი.

2 მარტი

მილანი-ლაციო.

3 მარტი

ტორინო-პალერმო; სიენა-ატალანტა; ბოლონია-კალიარი; ფიორენტინა-კიევო; კატანია-ინტერი; სამპდორია-პარმა; პესკარა-უდინეზე; რომა-ჯენოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.104527