ფეხბურთი

10:43 | 21.05.2014 | ნანახია 483 - ჯერ

“ფიორენტინა” ორ “მეთოფეს” უმიზნებს

 

 ლონდონის “არსენალის” ორი ფეხბურთელი შეიძლება ფლორენციის “ფიორენტინაში” გადავიდეს. Sport Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელებმა თვალი მცველ ტომას ვერმალენს და ჰავბეკ მიკელ არტეტას დაადგეს. საინტერესოა, რომ ორივე მოთამაშეს 2015 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი “მეთოფეებთან”.

ახლახან ბრიტანული გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ვერმალენით კიდევ ორი იტალიური კლუბი: “ნაპოლი” და “რომა” დაინტერესდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067151
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
483