იტალიური “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა მზადაა, ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” დათმობებზე წავიდეს, თუკი ისინი მოლაპარაკებისას მის პირობას დათანხმდებიან.
შპორტ.ეს-ის ცნობით, იტალიელები 26 წლის კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას (50 მილიონი ევრო) იმ შემთხვევაში შეამცირებენ, თუკი პოტენციური მყიდველი კუადრადოს ერთი წლის “ფიორენტინაში”, განათხოვრების წესით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არიან ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.