ორტურიანი შესვენების შემდეგ, „ფიორენტინამ“ მოგება გაიხსენა და ვინჩენცო მონტელას გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის კვლავ იბრძვის. ფლორენციელებმა, ამჯერად, „ატალანტა“ დაამარცხეს, რომელსაც ბოლო 8 საშინაო თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს.
ბერგამოში გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა, სტუმრებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს, ხოლო 61-ე წუთზე, ანგარიშიც გახსნეს. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ბერგამოელები საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაისაჯნენ და პისარომ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ათიოდ წუთში, კუადრადოს გადაცემა ლარონდომ გამოიყენა, რომელმაც საჯარიმოს შიგნიდან, ახლო კუთხეში ძლიერად დარტყმით, შეხვედრას წერტილი დაუსვა.
არა და არ დაადგა საშველი „პესკარას“, რომელიც ბოლო ადგილს დაუზარლად იმყარებს. „დელფინებმა“ ზედიზედ მე-8 თამაში წააგეს. ამჯერად, კონკურენტ „სიენასთან“. არადა, 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, „პესკარამ“ ანგარიშიც გაათანაბრა და რომ არა ძელი, წინ გასვლასაც მოახერხებდა, მაგრამ თამაშის მიწურულს, სტუმრებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ემეგარამ გამარჯვებისა გაიტანა.
პესკარა-სიენა 2:3 (0:2)
პესკარა, “ადრიატიკო”
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი, ძანონი, კროლდრუპი, კაპუანო, მოდესტო (არსე 76), ტონი, დ’აგოსტინო (ჩელიქი 37), კაპრარი (აბრუსკატო 85), კასკიონე, სკული, სფორცინი.
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.
სიენა (3-4-3): პეგოლო, ტერცი, პაცი, ფელიპე, ანჯელო, ვერგასოლა, დელა როკა, რუბინი, როზინა (აგრა 67), ემეგარა (ბოლძონი 87), სესტუ (პოცი 72).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
გოლები: 0:1 ანჯელო (14), 0:2 ძანონი (33, ს.კ.), 1:1 ჩელიქი (52), 2:2 ტონი (59), 2:3 ემეგარა (86).
გაფრთხილებები: სკული 58, ტონი 61 - ტერცი 58, ფელიპე 71.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (11)-16 (9), კუთხური: 8-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-8, ჯარიმა: 14-11.
ატალანტა-ფიორენტინა 0:2 (0:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
ატალანტა (4-4-2): კონსილი, სკალონი, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო, ბრიენცა (ჯორჯი 49), რადოვანოვიჩი, ბიონდინი (მორალესი 74), ბონავენტურა, ლივაია (პარა 75), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო, რონკალია, როდრიგესი, კომპერი, კუადრადო, სისოკო (მილიაჩო 72), პისარო, ვალერო, პასკუალი, აკვილანი (ლიაიჩი 57), ელ ჰამდაუი (ლარონდო 58).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 0:1 პისარო (61, პენ), 0:2 ლარონდო (72).
გაფრთხილებები: სტენდარდო 60, ლივაია 75, ბონავენტურა 77 - სისოკო 24, პასკუალი 63, ლარონდო 78.
გაძევება: დენისი 90.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 8 (4)-12 (6), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-7, ჯარიმა: 19-15.