ჭადრაკი

15:31 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე სამი ტურით ადრე...

სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური რჩება, ქართველი მოჭადრაკეები კი საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

საუბარია ქალთა ტურნირზე, სადაც თამარ ხმიადაშვილი (2158) და ნონა გაფრინდაშვილი (2312) ერთპიროვნულ ლიდერ ელენა ანკუდინოვას (ყაზახეთი, 2121) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.

მე-8 ტურში გაფრინდაშვილი და ხმიადაშვილი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყაიმი დააფიქსირეს და 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს. მომდევნო ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს ტატიანა ბოგუმილს (2074) ეთამაშება, ხმიადაშვილი კი თეთრებით ასევე რუს ელენა ფატალიბეკოვას (2252) დაუპირისპირდება.

4.0 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება ნინო მელაშვილი (2126), რომელიც ამჯერად შავი ფიგურებით ხსენებულ ბოგუმილთან დამარცხდა. მელაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე გერმანელი ჰანელორ ჰოოსე (1740) იქნება.

მამაკაცთა ტურნირის მე-8 ტურში შეჯიბრის ერთადერთი ქართველი მონაწილე სერგო ცომაია (1859) უზბეკ ვალერი აგზამოვს (2183) დაუზავდა და 4.5 ქულით 52-ე ადგილზე დამკვიდრდა. მე-9 ტურში ცომაია შავებით გერმანელ კრისტიან ჰესს (2285) ეთამაშება.

0.115539