ჭადრაკი

16:42 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 3 ტურით ადრე...

ინდოეთის დედაქალაქ დელიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 6 ტურის თავზე ქართველების მერაბ გაგუნაშვილის (2547) და ლევან ფანცულაიას (2614) აქტივში 4.5-4.5 ქულაა და მათ, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილები უკავიათ.

გასულ ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით ჩაკრავარტი დეეპანს (2475) დაუზავდა, ხოლო გაგუნაშვილმა ყაიმი ბობირ სატაროვთან (2194) გააფორმა.

ქართველები ლიდერ აბიჯეეტ გუპტას (2606) ქულით ჩამორჩებიან. ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე თორნიკე სანიკიძემ (2541) თეთრებით კარტიკი (ინდოეთი, 2179) დაამარცხა და 3.5 ქულით 39-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ათ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-7 ტურში გაგუნაშვილი და ფანცულაია შავი ფიგურებით ითამაშებენ. მერაბი ბაბუ ლალიტს (2579) დაუპირისპირდება, ხოლო ფანცულაია – რაჯპარა ანკიტს (2443). სანიკიძე თეთრებით რაჰულ სანგმას (2336) ეთამაშება.

0.133418