დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ოლიმპი” და საქართველოს თასის მფლობელი “შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მატჩში “შსს აკადემია” ლიდერობდა, რომელმაც უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, 79:71 დაამარცხა მეტოქე და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
“შსს აკადემიიდან” განსაკუთრებით გუნდის ამერიკელი ლეგიონერები - დევონტა ვონი, კირკ არჩიბეკი და ბენჟამინ რეიმონდი - აქტიურობდნენ.
მეოთხე პერიოდში მიხეილ ბერიშვილის აქტიური თამაშის წყალობით “ოლიმპმა” ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (61:62), მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრა ძალოვნების გამარჯვებით დასრულდა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი - 21 ქულა “შსს აკადემიას” უკანახაზელმა დევონტა ვონმა და ”ოლიმპის” კაპიტანმა ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა მიითვალეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ასევე ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ “შსს აკადემიას” ცენტრალური თავდამსხმელი კირკ არჩიბეკი (14 ქულა და 12 მოხსნა) და ”ოლიმპის” ჩერნოგორიელი ცენტრალური თავდამსხმელი სტევან მილოშევიჩი (13 ქულა და ამდენივე მოხსნა).
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგოს კეცელიდისი (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “უკვე აღვნიშნე თამაშისწინა პრესკონფერენციზე - ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვისიამოვნოთ თამაშით. სეზონის დასაწყისში არავის ეგონა, რომ გუნდი აქამდე მოვიდოდა და ფინალურ შეხვედრებს ჩაატარებდა. ჩემს მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, თუ უნდათ “ოლიმპის” დარ ძლიერ გუნდს შეეწინააღმდეგონ, არცერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. დღეს დაახლოებით 3 წუთით მოდუნდა გუნდი და 3 სამქულიანი ჩააგდო მოწინააღმდეგემ. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი გამარჯვება, მაგრამ ხვალ უფრო დაძაბული მატჩი გველის.”
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “შსს აკადემიას” გამარჯვებას, ყველა ასპექტში გვაჯობეს და ლოგიკურია, რომ დღევანდელი თამაში წავაგეთ. მაგრამ ხვალინდელი თამაში წინ არის და ვეცდებით, ყველა ხარვეზი გამოვასწოროთ”.
ბენჟამინ რეიმონდი (“შსს აკადემიას” მოთამაშე): “დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ დღევანდელი თამაში უნდა გავაანალიზოთ, თუ რა შეცდომები გვაქვს დაშვებული და გამოვასწოროთ ისინი”.
მიხეილ ბერიშვილი (“ოლიმპის” მოთამაშე): “ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, მაგრამ გპირდებით, ამ შეცდომებს გამოვასწორებთ და უფრო აგრესიულად განვეწყობით ხვალინდელი თამაშისთვის.”
ამ გუნდების მე-2 შეხვედრა 21 მაისს, სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

http://www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები
ეკა ლოლუა