კალათბურთი

21:04 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში “ოლიმპი” “შსს აკადემიას” ეთამაშება

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მე-2 ნახევარფინალური სერიის მე-4 დამატებით შეხვედრაში საქართველოს თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ” დაძაბულ ბრძოლაში 65:61 მოუგო ბრინჯაოს მედლის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ს, სერიაში 3:1 დაამარცხა მეტოქე და ფინალში ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპს” დაუპირისპირდება, რომელმაც აწ უკვე ექს-ჩემპიონ “არმიას” სერიაში 3:0 მოუგო. რაც შეეხება ნახევარფინალში ხელმოცარულ გუნდებს, ისინი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური სერია ასევე 3, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ერთ მოგებამდე გაგრძელდება.

დავუბრუნდეთ “ქუთაისი-2010”_“შსს აკადემია”-ს შეხვედრას. მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 4 ქულით – 33:29 დაწინაურდნენ, მაგრამ მე-2 ტაიმის დასაწყისში ყურადღება მოადუნეს და მე-3 მეოთხედის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდნენ – 42:45. მე-4 მეოთხედში “შსს აკადემია” გამოფხიზლდა. ძალოვნებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს და ფინალში გამსვლელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი - 24 ქულა “ქუთაისი-2010”-ს ფორვარდმა გიორგი ბარბაქაძემ დააგროვა.

სტუმართაგან ბომბარდირები დეონტა ვონი (გამთამაშებელი), მერაბ ბოქოლიშვილი (მსროლელი) და კირკ არჩიბეკი (ცენტრალური თავდამსხმელი) გახდნენ, რომლებმაც 13-13 ქულა მიითვალეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში “ოლიმპსა” და “შსს აკადემიას” შორის ანგარიში 1:1-ა, ფინალურ სერიაში უაღრესად დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

 

ქ. ქუთაისი ქუთაისი 61 - 65 შსს აკადემია 2013-05-12, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
ქუთაისი 18 11 18 14 61
შსს აკადემია 21 12 9 23 65
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 33:59 3 9 33.3 0 5 0 2 2 100 0 7 7 9 1 1 3 0 8
6 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 26:29 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 1 1 3 0 0 0
7 რევაზ დიდია 34:09 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 1 1 2 3 4 1 2 0 3
8 ლევან გრძელიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე 20:47 0 2 0 2 2 100 2 2 100 0 1 1 1 3 2 0 0 8
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი კილაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 09:51 0 2 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 2 0 0 0 0
14 ავთანდილ ლომინაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 გიორგი ბარბაქაძე * 38:45 3 6 50 5 10 50 3 5 60 1 1 2 1 3 0 3 0 24
21 ვიქტორ კოღუაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 რიჩარდ მათიაშვილი * 36:00 7 12 58.3 1 2 50 1 4 25 1 3 4 1 4 1 1 1 18
3 2 5 0 0 0 0 0 0
13 33 39.39 9 24 37.50 8 13 61.54 7 17 24 16 18 8 9 1 61
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 მიხეილ ჩიტაშვილი 02:40 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 2 2 2 0 0 0 0 0
5 დეონტა ვონი * 34:52 6 8 75 0 3 0 1 4 25 0 4 4 6 1 3 1 0 13
6 რევაზ როგავა 05:55 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 2 3 0 1 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 34:32 3 3 100 2 2 100 1 2 50 1 4 5 2 1 2 1 0 13
9 ილია ლონდარიძე 14:25 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 3 1 0 0 4
13 ჩად პრევიტი * 32:12 2 3 66.7 1 4 25 1 1 100 2 5 7 1 5 2 0 1 8
20 აკაკი ლომოური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ვასილის კუნასი 12:17 1 2 50 0 1 0 0 0 0 0 4 4 2 0 1 1 0 2
23 ზვიად ანთაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
41 კირკ არჩიბექი * 30:45 5 6 83.3 0 0 0 3 5 60 2 5 7 2 3 2 2 1 13
44 ბენჟამინ რეიმონდი * 32:22 3 7 42.9 1 3 33.3 3 4 75 1 3 4 2 3 1 1 1 12
1 2 3 0 0 0 2 0 0
22 32 68.75 4 14 28.57 9 18 50.00 8 30 38 17 18 17 6 4 65

 

http://www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.116573