გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ნახევარფინალში გასვლა კი მოახერხა, თუმცა, მეტი ვერ შესძლო.
გორგოძე ფინალის საგზურისთვის პირველ ნომრად განთესილ გერმანელ კარინა ვიტჰოეფტს გაეჯიბრა და 6:7 (3:7), 1:6 წააგო.
ცნობისთვის, გადამწყვეტ შეხვედრაში ვიტჰოეფტი მე-3 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ ლესლი კერკჰოვეს დაუპირისპირდა და 5:7, 3:6 დამარცხდა.