ჩოგბურთი

20:28 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტის ნახევარფინალი

უიმბლდონის შარშანდელმა ჩემპიონმა, მიმდინარე გათამაშებაში პირველ ნომრად განთესილმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბალკანურ დერბიში ხორვატ მარინ ჩილიჩს 6:1, 3:6, 6:7 (4:7), 6:2, 6:2 მოუგო და ნახევარფინალში კიდევ ერთ სამხრეთსლავს, გრიგორ დიმიტროვს შეხვდება.

სერბულ-ხორვატული დაპირისპირება 3 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩი კარიერის განმავლობაში მეათედ შეხვდა ჩილიჩს და მეათედაც მოახერხა 25 წლის მარინის დამარცხება. დღევანდელი დაპირისპირების მსვლელობისას “ნოლემ” 7 ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა.

თეგებიუიმბლდონ2014
0.117974