ჩოგბურთი

16:24 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტი რაონიჩი ათეულამდე აღზევდა

მონრეალის “მასტერზ1000”-ს ნახევარფინალში თანამემამულე ვაშეკ პოსპიშილის დამარცხების შედეგად მილოშ რაონიჩი ხვალიდან მსოფლიო რეიტინგსიის პირველ ათეულამდე აღზევდება. ჩერნოგორიული წარმოშობის რაონიჩი პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში და დღეს გვიან საღამოს გადამწყვეტ მატჩში რაფა ნადალს შეხვდება.

თავად 22 წლის რაონიჩი კლასიფიკაციაში დაწინაურებას ამგვარად გამოეხმაურა: “მიმდინარე სეზონის სტარტამდე მოწინავე ათეულში შესვლა მქონდა გადაწყვეტილი და მოხარული ვარ, წადილი რომ ავისრულე. ბოლო დროს არცთუ წარმატებით გამოვდიოდი და ათეულში შესვლა პრობლემატური ჩანდა, მაგრამ ახლა უიღბლობათა სერია დასრულდა და წინ მივიწევ. მახარებს ისიც, რომ პოსპიშილიც საგრძნობლად რომ დაწინაურდება. ასე რომ, კანადას რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე 2 მოთამაშე ეყოლება”.

სადღეისო მონაცემით, რაონიჩი კლასიფიკაციაში მეცამეტეა, პოსპიშილს კი 71-ე პოზიცია უკავია.

 

0.116138