ჩოგბურთი

17:34 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტებმა შემადგენლობები დაასახელეს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 15-17 ნოემბერს დევისის თასის მორიგი ფინალი ჩატარდება. გათამაშების მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთს ტიტულის დაცვა კორტის მასპინძელთან მოუწევს. ორივე ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტი პაექრობებისთვის გუნდების შემადგენლობა დაასახელა.

სერბების საჩოგბურთო ღირსებას ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანკო ტიპსარევიჩი, ილია ბოზოლიაცი და ნენად ზიმონიჩი დაიცავენ. ჩეხების კაპიტანმა იაროსლავ ნავრატილმა კი არჩევანი ტომაშ ბერდიხზე, ლუკაშ როსოლზე, რადეკ შტეპანკსა და იან ჰაიეკზე გააკეთა.

შეგახსენებთ დევისის თასის შარშანდელ ფინალში ჩეხებმა რაფა ნადალის გარეშე მოთამაშე ესპანეთს 3:2 მოუგეს.

 

0.105038