ჰალეს ტურნირის ფინალში შარშან ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ტომი ჰაასი შეხვდნენ. ჩემპიონის ტიტული გერმანელმა დაისაკუთრა, რომელმაც შვეიცარიელს 2 სეტით აჯობა. წლეულს 35 წლის ჰაასი და 31 წლის ფედერერი ამავე ტურნირის ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.
ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ჰამბურგელმა ჰაასმა ფრანგ გაელ მონფისს 6:7 (4:7), 6:3, 6:3 მოუგო. მატჩი საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. გერმანელმა 4 ეისი და 3 ბრეიკი შეასრულა, თავად კი საკუთარი მოწოდება ფრანგისთვის არ დაუთმია. ჰაასმა მონფისთან პირადი შეხვედრების ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გაელ მონფისმა წლევანდელ უიმბლდონზე თამაში პირადი პრობლემების გამო იუარა.