კალათბურთი

20:33 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი - “არმია”-“ოლიმპი”

დასრულდა სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია და გამოვლინდა ის 2 გუნდი, რომლებიც ფინალური მატჩების სერიაში იასპარეზებენ. ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი - “არმია” და სუპერლიგის დებიუტანტი - “ოლიმპი” შემორჩნენ, რომლებმაც ნახევარფინალური მატჩების სერიაში, შესაბამისად, “სოხუმი” და ბრინჯაოს მედლის მფლობელი “ქუთაისი-2010” დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ხელმოცარული გუნდები შარშანაც ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდნენ.
“არმია” და “ოლიმპი” სუპერლიგის ფინალამდე ისე მივიდნენ, ერთი მატჩიც არ წაუგიათ, მეოთხედფინალში მათ, შესაბამისად, თსსუ და “დინამო” დაამარცხეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ “არმიამ” რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად განვლო, ნახევარფინალში მისი ანალოგიური წარმატება არავის გაჰკვირვებია. აი, “ოლიმპის” გამარჯვება და თანაც 3:0, მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან პლეი ოფამდე ქუთათურების დამარცხება ერთხელაც ვერ მოახერხა.
ფინალური მატჩების სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა კი, იმ ერთი მატჩის შედეგად გახდება ცნობილი, რომელიც ქუთაისში ჩატარდება.
“არმია”-“სოხუმის” მე-3 შეხვედრა  გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. ორ ქულაზე მეტი სხვაობით დაწინაურებას ვერავინ ახერხებდა. პირველი ათწუთეული ფრედ – 20:20 დასრულდა.
“არმიამ” თამაშში გარდატეხა მე-2 ტაიმის მე-2 წუთზე შეიტანა, როცა 6 ქულის სხვაობით დაწინაურდა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. შეხვედრა ნახევარფინალისთვის შეუფერებელი ანგარიშით – 92:66 დასრულდა, ჩემპიონის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ “ძალოვნების” უპირატესობა საგრძნობი იყო, მატჩი ბოლომდე დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი საფინალო სირენამდე, თითოეული ქულისთვის ისე იბრძოდა, თითქოს მატჩის გადამწყვეტი მომენტი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს კარგია და ამით, გულშემატკივარი ყოველთვის მოგებული დარჩება.
ამ შეხვედრაში, 23-23 ქულით, ყველაზე შედეგიანები “არმიას” უკანახაზელები – გილერმო დიაზი და ბენჯამინ ვუდსაიდი იყვნენ.
10 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლი არმიას კიდევ ერთმა ლეგიონერმა, მძიმე ფორვარდმა - უილიამ ტომასმა შეასრულა.
“სოხუმელთა” შორისაც საუკეთესო, ლეგიონერები იყვნენ. ყველაზე მეტი - 15 ქულა, ზღვისპირელთა უკანახაზელმა - ჯოშუა ჯექსონმა დააგროვა, ხოლო ჩერნოგორიელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა - სტევან მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი (12 ქ. 12 მ.) მიითვალა.

კოტე ტუღუში (“არმიას” მწვრთნელი): “სანახაობრივი მატჩისთვის, “სოხუმს” მადლობა მინდა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ ჩემი კალათბურთში მოღვაწეობა ბატონი ვაჟას დამსახურებაა. რაც შეეხება ფინალს, “ოლიმპი” ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველის”.
ვახტანგ მინაშვილი (“არმიას” კალათბურთელი): “ყველაზე მთავარი ეტაპი ახლა იწყება და ფინალისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ”.

 

                                                                     სოხუმი 66 - 92 არმია

 

  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
სოხუმი 20 10 18 18 66
არმია 20 29 17 26 92
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ლაშა ფარღალავა * 37:08 3 8 37.5 0 8 0 4 5 80 1 3 4 2 0 5 0 0 10
5 რევაზ როგავა   02:30 0 0 0 0 0 0 2 2 100 1 0 1 0 0 2 1 0 2
8 ირაკლი ჩლაიძე   13:38 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 3
11 სერგო ათუაშვილი   18:31 0 3 0 0 0 0 2 2 100 1 3 4 0 1 0 0 0 2
12 ლევან ფაცაცია * 26:21 1 5 20 0 3 0 2 4 50 1 5 6 3 1 0 3 0 4
13 გიორგი გაფრინდაშვილი   09:59 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 2 0 0 0 0
14 ვახტანგ ქადარია   08:32 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
15 გიორგი ჯგერენაია   13:44 3 7 42.9 0 0 0 0 1 0 2 0 2 0 3 2 1 1 6
22 ტატო ჩაჩიბაია   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 ჯოშუა ჯეკსონი * 31:08 5 6 83.3 0 2 0 5 5 100 2 1 3 3 1 1 1 0 15
24 სტეფან მილოშევიჩი * 24:25 6 8 75 0 1 0 0 2 0 2 10 12 1 1 2 0 0 12
25 რაიან რიჩარდსი * 14:04 1 3 33.3 3 4 75 1 4 25 1 0 1 0 5 1 1 0 12
                          0 1 1 0 0 0 0 0 0
  19 44 43.18 4 21 19.05 16 25 64.00 12 24 36 10 15 14 7 1 66
 

არმია

      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ჯერემი რიჩარდსონი * 22:21 3 7 42.9 0 1 0 0 0 0 0 5 5 1 2 1 1 0 6
5 ზვიად ბაბიაშვილი   12:20 3 5 60 0 1 0 0 2 0 2 0 2 0 4 0 1 0 6
6 ანატოლი ბოისა   13:28 0 1 0 0 2 0 1 2 50 0 2 2 0 1 0 1 0 1
7 ვახტანგ მინაშვილი   05:26 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 2
8 დავით უგრეხელიძე * 14:43 1 2 50 0 1 0 0 0 0 2 4 6 0 4 0 0 0 2
9 ბუბა კვიმსაძე   15:03 2 2 100 1 1 100 0 0 0 0 0 0 2 4 0 1 0 7
10 უილიამ ტომასი * 25:57 3 7 42.9 0 1 0 4 6 66.7 0 12 12 2 1 0 0 1 10
13 რევაზ ათანელიშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
14 იოაკიმ შელბომი   21:12 2 3 66.7 0 0 0 2 2 100 3 4 7 1 4 5 2 1 6
15 გილერმო დიაზი * 28:58 10 15 66.7 1 3 33.3 0 0 0 0 3 3 2 1 0 1 0 23
20 ბენჟამინ ვუდსაიდი * 32:40 4 6 66.7 3 5 60 6 6 100 0 2 2 7 2 5 2 0 23
21 ირაკლი საყვარელიძე   07:52 1 1 100 1 1 100 1 2 50 1 0 1 0 2 2 0 1 6
                          0 3 3 0 0 0 0 0 0
  30 51 58.82 6 16 37.50 14 20 70.00 8 35 43 15 26 13 10 3 92


შედარებით დაძაბული გამოდგა “ოლიმპი” – “ქუთაისი-2010”-ის შეხვედრა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი იმერლებმა ერთი ქულის სხვაობით – 17:16 მოიგეს.
მე-2 მეოთხედში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. იყო მომენტი, როცა “ოლიმპი” 9 ქულით (32:23) დაწინაურდა. სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა ვეღარ დაიბრუნეს. პირველი ტაიმის საბოლოო შედეგია 34:29, მასპინძელთა სასარგებლოდ.
დროის ამ მონაკვეთში, სტუმართაგან დარკო კოხადარევიჩი (10 ქ. 5 მ.), ხოლო მასპინძელთაგან, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე (10 ქ. 7 მ.) გამოირჩნენ.
ყველაზე დაძაბული მე-4 მეოთხედი გამოდგა. მეოხედის დასაწყისში დავით ბარბაქაძემ ანგარიში გაათანაბრა – 53:53. მანვე, რამდენიმე წუთის შემდეგ, სტუმრები წინ გაიყვანა (63:62), მაგრამ ცინცაძის კარგი თამაშის შედეგად, სტუმრები ისევ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე 53,16 წამით ადრე, სტუმართა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი - ზაურ ფაშაევი მასპინძელთა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი გამყრელიძესთან დაჯარიმდა. ამ უკანასკნელის მიერ ჩაგდებული ორივე საჯარიმოს შემდეგ, “ოლიმპის” უპირატესობა ხუთ ქულამდე გაიზარდა – 70:65. დარჩენილ დროში, გია კაზანჯიანის შეგირდებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მეტოქის დამარცხება 73:69.
შესაბამისად, სერიაში 3:0 გამარჯვებით, სუპერლიგის დებიუტანტმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მწვრთნელი): “არმია” ძალიან კარგი გუნდია და დღითიდღე ძლიერდება. ასეთი თამაშით “ბეშიქთაშსაც” კი მოუგებდნენ, ამიტომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია”.
ლაშა ფარღალავა (“სოხუმის” კალათბურთელი): “მეტოქეს ფიზიკურად ვერ გავუძელით და დავმარცხდით. ახლა მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, რაც ამ მომენტისთვის, ძალიან კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის”. 

 

                                                                         ოლიმპი 73 - 69 ქუთაისი

 

ოლიმპი 16 18 17 22 73
ქუთაისი 17 12 18 22 69
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 30:56 2 5 40 1 2 50 3 4 75 0 5 5 6 4 4 0 0 10
5 გიორგი გულისაბედაშვილი   02:53 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 0 0
7 გიორგი ნანიტაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 ტარიელ თავართქილაძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ნოდარ სიგუა   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ილიცა მილუტინოვიჩი   14:38 3 6 50 0 0 0 1 1 100 1 1 2 2 1 1 0 2 7
11 მიხეილ ბერიშვილი   31:18 4 6 66.7 0 1 0 2 2 100 0 7 7 0 2 1 1 0 10
12 ნიკიტა სლიუკა * 24:24 1 2 50 2 6 33.3 2 2 100 0 3 3 1 2 0 0 0 10
14 ნიკოლა ტუტუსი * 23:29 0 2 0 0 3 0 1 2 50 1 3 4 0 3 0 2 0 1
21 გიორგი ცინცაძე * 32:47 8 15 53.3 1 3 33.3 1 3 33.3 2 7 9 3 3 2 0 0 20
22 ივან ტოდოროვიჩი   20:45 3 6 50 0 0 0 3 7 42.9 4 3 7 1 4 4 2 1 9
25 ივო ჰოგერი * 18:50 3 5 60 0 0 0 0 0 0 3 2 5 0 2 1 0 1 6
                          0 2 2 0 0 0 0 0 0
  24 47 51.06 4 15 26.67 13 21 61.90 11 34 45 13 22 13 5 4 73
 

ქუთაისი

      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი   25:18 4 5 80 0 2 0 4 5 80 1 2 3 2 3 1 1 0 12
5 დარკო კოჰადარევიჩი * 32:58 9 18 50 1 4 25 2 4 50 4 7 11 2 4 0 3 1 23
6 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 31:08 1 4 25 2 7 28.6 0 0 0 1 1 2 2 2 2 0 0 8
7 რევაზ დიდია * 35:04 2 3 66.7 1 5 20 0 0 0 2 6 8 0 1 1 1 0 7
8 ლევან ცეკვავა * 23:34 2 6 33.3 0 4 0 0 0 0 3 3 6 3 5 2 1 0 4
11 რომან ტუკვაძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე   18:39 2 5 40 1 4 25 2 5 40 0 0 0 1 2 0 0 0 9
15 გიორგი ბარბაქაძე * 23:37 2 3 66.7 0 3 0 0 0 0 1 3 4 2 1 1 3 0 4
20 გიორგი კუჭავა   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
21 გიორგი კოღუაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 რიჩარდ მათიაშვილი   09:42 0 1 0 0 1 0 2 2 100 2 3 5 0 1 1 1 0 2
                          3 0 3 0 0 0 0 0 0
  22 45 48.89 5 30 16.67 10 16 62.50 17 25 42 12 19 8 10 1 69


ფინალურ შეხვედრათა განრიგი:
19, 20, 22 მაისი და თუ საჭირო გახდა, 23, 25 მაისი

“არმია” – “ოლიმპი”
მატჩი მე-3 ადგილისთვის
“ქუთაისი-2010” – “სოხუმი”
 

როლანდ ლაბუჩიძე
superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095388