სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატში მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა და 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედლისთვის ბრძოლას შემორჩენილი ძიუდოისტები გამოვლინდნენ.
81 კილოგრამის ფინალში პაატა ღვინიაშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი იჭიდავებენ, ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეშაჟის ფინალში ხვიჩა ხუციშვილი დავით კარბელაშვილს დაუპირისპირდება, ხოლო ლაშა ბერიძე ავთანდილ ჭრიკიშვილს შეხვდება.
90 კილოგრამში ოქროს მედლისთვის საბა გავაშელიშვილი და ლაშა გურული იბრძოლებენ. მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად კი, გიორგი ცოციაშვილი მინდია ბოდაველს დაეჭიდება, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი არჩილ შინჯიკაშვილს.
100 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დავით ლორიაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი იბრძოლებენ. “ბრინჯაოს ფინალში” რევაზ ჩიკოიძე ვალერი იმერლიშვილს შეხვდება, მალხაზ ნიჟარაძე კი, კონსტანტინე მუკვანს.
მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება ზვიად ხანჯალიაშვილს და ადამ ოქრუაშვილს აშორებთ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლაშა გუჯეჯიანი ვახტანგ ზოიძეს დაუპირისპირდება, ხოლო ლევან მუქერია ნოდარ მეტრეველს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







