ჩოგბურთი

1:39 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალები დათმეს

კვირის ბოლოსკენ ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა საერთაშორისო ტურნირების ფინალებში ითამაშა, თუმცა, წარმატებას ვერცერთმა მათგანმა მიაღწია.

ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების გადამწყვეტ მატჩში პირველ ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა ბრიტანელებს – ჟოსელინ რაეს და ანა სმიტს დაუპირისპირდნენ და 4:6, 6:7 (5:7) წააგეს.

ყატარის დედაქალაქ დოჰას 10-ათასიანი ტურნირზე ასევე წყვილების ფინალში იასპარეზა ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. იგი და ბელარუსი იაჰორ იაცუკი ბრიტანელ ევან ჰოიტთან და ტუნისელ სკანდერ მანსურისთან 4:6, 6:7 (2:7) დამარცხდნენ.

0.108727