ფეხბურთი

15:13 | 2.08.2013 | ნანახია 1672 - ჯერ

ფინალამდე სერბები მოურინიომ გაამხნევა

19 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალში ფრანგების დამარცხების (1:0) შემდეგ, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუბინკო დრულოვიჩმა განაცხადა, რომ თამაშამდე ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაამხნევა.

“ვიცოდი, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, განსაკუთრებით ტაქტიკური თვალსაზრისით. ჩვენ როგორც ერთიანმა გუნდმა ისე ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. თამაშამდე ჟოზე მოურინიოსგან ტექსტური შეტყობინება და მან მოგვწერა, რომ ფინალში გავიმარჯვებდით.

განვლილ თამაშში ძალიან მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ მატჩს თამაშობდნენ. შესვენების შემდეგ, ჩვენ შანსს ველოდით და ის გამოვიყენეთ.

ეს ბიჭები იმსახურებენ, რომ ჩემპიონები და თავისი ქვეყნის გმირები იყვნენ. ეს სერბეთის ისტორიაში უდავოდ უდიდესი საფეხბურთო მიღწევაა. უახლოესი რამდენიმე დღე ამ გუნდისთვის სადღესასწაულო იქნება. მათ დიდი საფეხბურთო კარიერა ელოდებათ. ისინი დასაწყისიდანვე ფანტასტიკურები იყვნენ და მათი ყოველთვის მჯეროდა.

როგორც ფეხბურთელს ხანგრძლივი კარიერა მქონდა, რომელის განმავლობაში 14 ტიტული მოვიგე და ეროვნულ ნაკრებში 38 თამაში ჩავატარე. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მითამაშია, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან სერბეთთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე” – იუწყება დრულოვიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ფინალში სერბებმა ფრანგები 57-ე წუთზე ანდრია ლუკოვიჩის მიერ გატანილი გოლით დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ დრულოვიჩსა და მოურინიოს ერთად პორტუგალიის “პორტუში” უმუშავიათ.

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 02.08.2013
jorjone444 (2502)

ჟოზე გიჟია რა) ისე მე რო ამ ბიჭების თამაში ვნახე ჩვენებთან ეგრევე ვთქვი რო წეისით ჩემპიონები სერბები გახდებიანთქო.მაგრად გამართულად თამაშობდნენ ეგ ბიჭები ყველა კონკრეტულ თამაშს.

16:18 | 02.08.2013
gori... (42)

რა ვერ მოუხერხეთ 75 ცუთიდან მაგრად აიჯრნენ და იმდენი შეცდომა დაუშვეს რაც აქამდე არცერთ მატჩში

16:18 | 02.08.2013
Kipiani Legend10 (273)

ძალიან მაგარი გუნდია

16:18 | 02.08.2013
mushni (93569)

სერბების მოგება უნდოდა ცეცას...ვაი მაგის პატრონს

16:13 | 02.08.2013
LU 001 KA (1043)

ისე ჩვენები რო არ არეულიყვნენ მეორე ტაიმში და ფინტაბა რო არ დაეწყოთ საკუთარ საჯარიმოში მოგებაც შეგველო ამათთან მინიმუმ ნიჩია...სერბებს საღოლ იმენნა აი ჟილკიანი ბიჩები

16:08 | 02.08.2013
shotaminashvili2 (528)

ესენი ვინ ყოფილან, მაგიტო ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი

16:11 | 02.08.2013
Gio Rijvadze (2474)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120581