ფეხბურთი

14:06 | 14.06.2013 | ნანახია 1565 - ჯერ

ფილიპო ინძაგი: “მწვრთნელობით ბედნიერი ვარ”

 ფილიპო ინძაგიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა განიზრახა და “მილანის” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახდა. “როსონერის” ხელმძღვანელობა პიპოს ერთწლიანი მუშაობით კმაყოფილია და ყოფილ ფორვარდს 2016 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. ინძაგიმ ფეხბურთელთაგან პირველმა მოახერხა ყველა საკლუბო ტურნირში (კონტინენტის გათამაშებებსა და მსოფლიოს საკლუბო პირველობას ვგულისხმობთ) გოლის გატანა, 68 გოლით ევროთასების ისტორიაში რაულთან ერთად ყველაზე შედეგიანი ფორვარდია, “მილანის” თავდამსხმელთაგან ევროტურნირებზე ყველაზე მეტი (39) გოლი აქვს გატანილი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული ნაკრებთა და კლუბთა შორის, ჩემპიონთა ლიგაც მოუგია და სკუდეტოც. “მილანის” ვეტერანი გოლეადორი ფილიპო ინძაგი პლანეტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი აპენინელი ფეხბურთელია და მის ინტერვიუს გულშემატკივრები გულისყურით ეცნობიან. 

 - მწვრთნელის პროფესიაში ყველაზე მეტ სირთულეს რა წარმოადგენს?

- “მილანის” ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობა სუფთა ფურცლიდან დავიწყე. ჩემი აზრით, კარგად მოვახერხე სადამრიგებლო შტაბთან საერთო ენის გამონახვა და თვითკრიტიკულიც ვარ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბიჭებთან ურთიერთნდობაზე აწყობილი დამოკიდებულება მაქვს. შარშან მაისში ძალიან გამიჭირდა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. მოგვიანებით ეს ნაბიჯი ადრიანო გალიანის, მეუღლისა და ძმის რჩევის შემდეგ მივიღე. სწორედ მათ დამარწმუნეს, რომ სამოთამაშეო კარიერისთვის წერტილი უნდა დამესვა. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი – მწვრთნელად გახდომის შემდეგ ფეხბურთში დავრჩი და ბედნიერი ვარ.

- თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ჯენარო გატუზო ახალი სეზონიდან სამხრეთულ “პალერმოს” გაწვრთნის. როგორ გგონიათ, ისეთ მძიმე პიროვნებასთან, როგორიც კუნძულელთა პრეზიდენტი ძამპარინია, რინო საერთო ენას გამონახავს?

- ვფიქრობ, რინომ სწორი არჩევანი გააკეთა. გატუზოს ყველა საიმისო თვისება აქვს, რაც მას კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საამისოდ “პალერმო” მშვენიერი ვარიანტია.

- თქვენი სადამრიგებლო კარიერა სულ რაღაც წელიწადს ითვლის. მწვრთნელობა “მილანის” ახალგაზრდულ სექტორში მუშაობით დაიწყეთ, ცოტა ხნის წინათ კი პრიმავერას ხელმძღვანელად გადაგიყვანეს და ხანგრძლივი კონტრაქტიც გაგიფორმეს. მოვლენათა ამგვარ განვითარებას ელოდით?

- ამ ჟესტით კლუბმა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა, რომ მენდობა. ხელშეკრულების გაგრძელებამ გამახარა, მაგრამ ყველაფერს რეალურად ვუყურებ და ვიცი, ახალ ამპლუაში თანდათან უნდა მოვუმატო. ასე იყო ფეხბურთელობისას – წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევდი. “მილანში” დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას. ჩემთვის “როსონერის” მაისური ლამის მშობლიური გახდა. ყოველმხრივ ვცდილობ, ბიჭებს “მილანისადმი” პატრიოტული გრძნობა გავუღრმავო.

- ახალი საფეხბურთო სეზონიდან მასიმილიანო ალეგრისა და “მილანის” ძირითად გუნდთან მჭიდრო ურთირთობა მოგიწევთ...

- მილანელოში მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. ჩემთვის ეს ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილია. როდესაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ აქ დავბრუნდი, აღელვებისგან მუხლები ამიკანკალდა. კლუბმა გადაწყვიტა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა თავად აღზარდოს. ალეგრის უკვე ვესაუბრე. მასიმილიანოსთან ერთად ვარჯიშებს სამშაბათობით და ხუთშაბათობით ჩავატარებ. ეჭვიც არ მეპარება, ალეგრისთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მექნება.

- წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე უცხო ადამიანმა გთხოვათ, პიპო ინძაგი დამიხასიათეო, რა პასუხს გასცემთ?

- ვეტყვი, რომ მის წინაშეა ადამიანი, რომელსაც საკუთარი ძალიან საქმე უყვარს და მთელი არსებით ემსახურება. ხანდახან მეჩვენება, რომ ფეხბურთო ზომაზე მეტად მიყვარს. სწორედ ესაა ჩემი წარმატებული საფეხბურთო კარიერის საიდუმლო. ჩემი საფეხბურთო ბიოგრაფიის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი ურყევი რწმენა იყო და რთულ პროფესიას, მწვრთნელობასაც, ამ განწყობით მოვეკიდე.     


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:46 | 14.06.2013
linkin-park (3179)

აი ეს და კლოზე მინდოდა მთელი ცხოვრება მენახა ერთად შეტევაში და არ ამისრულდა ეგ ოცნება

კლოზეზე და პიპოზე ვაფრენ

16:42 | 14.06.2013
rossonero1 (13120)

es ro gols sheagdebda amis gaxarebuli saxe girda marto amgat imaze didi bedniereba pipostvis araperi iyo roca goli gakonda ar ak mnishvneloba vis etmasheboda an ra angarishi iyoo ise bavshvivit daxtoda da uxaroda gegoneboda ligis pinalshi gadamwyveti goli sheagdoo asetebi ar daibadeba damijeret aseti porvardebi saukuneshi ertxel ibadebian da mixaria swored aseti legenda ro atarebda milanis maisurs miyvarxar pipooo ertadetti da ganumeorebeli xar yvelaze

16:29 | 14.06.2013
italiafun-juventino (12319)

პიპოოო ძააან მაგარი კაცი ხარ...ჩემი აზრით კარგი მწვრთნელი უნდა გამოხვიდე

15:12 | 14.06.2013
chamilo (33560)

პიპო მაგარია კაცია და იმ ვარსსკვლავური მილანის მართლა ღირსეული წარმომადგენელი,კაცი რომელსაც ბურთი ეძებს,დღეს თანამედროვე ფეხბურთში ინძაგის ოდნავ გავს გოლის ალღოთი გომესი,კაცი რომელიც ბურთს წესივრად ვერ ამუშავებს მაგრამ ჩაუგდე საჯარიმოში ბურთი და ის აუცილებლად გომესთან მივა,მასზე ბევრად უფრო მაგარი ფორვარდები ვერ იტანენ გომესზე მეტს ხოლმე

15:02 | 14.06.2013
Torres9 (12692)

ინძაგი მე მგონი ნიჭიერი მწვრთნელი იქნება

14:48 | 14.06.2013
lasha-acm (1203)

როდესაც ადამიანს ასე უყვარს თავისი საქმე, წარმატება გარანტირებულია.

14:43 | 14.06.2013
Oto. (4710)

გენაცვალე პიპო.გაგიჟებით უყვარს ამ კაცს ფეხბურთი.გალიანისთვის უთხოვია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შემიყვანეო

14:42 | 14.06.2013
DATO11- (4359)

ვფიქრობ პიპოს ამზადებენ მილანის აახალ მწვრთნელად 1-2 წელიწადში შარშან თლად ბავშვებს წბრთნიდა დრეს უკვე პრიმავერას ხვალ . . . ერთი ნაბიჯიღა დარჩა

14:42 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

გახსოვთ დელ პიერო - ინძაგი იუვეში?!

14:28 | 14.06.2013
beberi delpiero (492)

ძმა შენს ფოტოზე იუვეს ფორმა აცვია გლადიატორს?

14:30 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

კი ჯიგარო!!!

14:34 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

სახე დელ პიერო! ინტერელი ყავს წაქცეული რათქმაუნდა!

14:25 | 14.06.2013
beberi delpiero (492)

რეალს ერთ მეტრიანი აფსაიტიდან რომ გაუტანააააააააააა...ნამდვილი ლეგენდაა მსოფლიო დონის.

14:24 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

პიპო ასწავლე როგორ უნდა მერე გატანილ გოლს აღნიშვნა!

14:23 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

პიპო ასწავლე როგორ უნდა გოლის გატანა!

14:23 | 14.06.2013
beberi delpiero (492)

აა კაცი ძმაო.....ფხაკაძეა აბა კაცი?

14:22 | 14.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

პიპო ასწავლე როგორ უნდა თამაშგარე ზღვარზე თამაში!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150397
სარეკლამო ადგილი - 99
X x X