კალათბურთი

18:16 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპინელებმა კარი გაიჯახუნეს

ფილიპინების ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ოვერტაიმის თამაში მეორედ მოუხდა და თუკი, პირველ შემთხვევაში, ხორვატიასთან ვერაფერს გახდა, ამჯერად, სენეგალის დაჯაბვნა მოახერხა – 81:79.

სხვა საქმეა, რომ აზიელთათვის, ეს მხოლოდ პირველი გამარჯვება გახლდათ და მათ შემდეგ ეტაპზე არაფერი ესაქმებათ. ცნობისთვის, გასულ მატჩის მე-2 მეოთხედი ფილიპინებმა 24:5 მოიგო, თუმცა, სამივე დარჩენილი ათწუთეული უხეიროდ ჩაატარა და დამატეთი 5 წუთის თამაშიც მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან 12 ტყორცნა ააცილა, გამარჯვებულთა რიგებში გამორჩეული კვლავაც ბლატჩი გახლდათ. მან 18 ქულას 14 მოხსნა წაამატა. 18 ქულა ჰქონდა აქტივში ალაპაგსაც. სენეგალის მხრიდან მორიგი ორმაგი დუბლი (13 ქულა, 14 მოხსნა) გაიფორმა დიენგმა, ხოლო ფაიემ 20 ქულა ჩააგდო.

B ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვთ საბერძნეთს, არგენტინას და იმავე სენეგალს, მე-4 საგზურისთვის კი ხორვატია და პუერტო-რიკო ურთიერთშეხვედრაში იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია

სენეგალი – ფილიპინები 79:81 (19;13, 5:24, 20:12, 20:15, 15:17)

0.114033