სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:56 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი “ატლეტიკოს” რეზერვისტებთან ვარჯიშობს

მადრიდის “ატლეტიკომ”, ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი სარეზერვო გუნდში დააქვეითა. ამის მიზეზი ისაა, რომ 28 წლის ფეხბურთელი “ჩელსიში” გაშვებას ითხოვს.

როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიოს ლუისის “ჩელსიში” ხილვა სურს. იგივე სურვილი აქვს თავად ლუისსაც, რომელიც “ატლეტიკოსგან” ლონდონში გაშვებას ითხოვს. მადრიდელებმა, ბრაზილიელის შემცვლელი უკვე მოძებნეს და გილერმე სიკეირა შეიძინეს. ამის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონი გუნდი ლუისის გასაშვებად მზად ჯერ არაა.

მადრიდული AS-ის ცნობით, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ფილიპე ლუისის ქცევით უკმაყოფილოა და ამის გამო, ბრაზილიელმა ახალი სეზონისთვის მზადება სარეზერვო გუნდთან ერთად დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.062688