რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნოვოსიბირსკის “სიბირის” მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბალახნინმა სინჯებზე მყოფი ნიკა ფილიევის დატოვებაზე უარი თქვა.
ფილიევმა მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გორის “დილაში” გაატარა. გასული წლის მიწურულს მან გუნდი დატოვა და რუსეთს მიაშურა, სადაც მანამდე სხვადასხვა კლუბებში უთამაშია. იგი “სიბირში” ისინჯებოდა, მაგრამ თურქულ შეკრებაზე მინსკის “დინამოსთან” ჩატარებული საკონტროლო შეხვედრის (0:2) მერე, ნოვოსიბირსკელთა თავკაცმა 22 წლის ნახევარმცველი დაითხოვა.