ფეხბურთი

17:48 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილია მაინც კმაყოფილია

კოლხთა დაღმასვლა და ჩისკოს მუშტი

დაარსებიდან საიუბილეო მე-100 წლისთავზე ფოთის “კოლხეთი” უმაღლესი ლიგიდან ისტორიაში მეორედ გავარდა. პარასკევს ფოთელები შინ რუსთავის “მეტალურგს” უგოლოდ დაშორდნენ, აქტივში ოდენ 13 ქულა მოაგროვეს და დარჩენილ 4 ტურში ყველა მატჩი რომც მოიგონ, ელიტაში დასარჩენად მაინც აღარ ეყოფათ. პირველად კოლხები უმაღლეს ლიგას 2005/06 წლების სეზონის შედეგებით დაემშვიდობნენ და მაშინაც მთავარი მიზეზი უფულობა იყო. ფაქტობრივად დაშლილი, საქართველოს უძველესი გუნდი ნელ-ნელა ფერზე მოვიდა და საუკეთესოთა შორის 4 წლის შემდეგ, 2010/11 წლების სეზონში აღზევდა. მიმდინარე სეზონი “კოლხეთმა” თავიდანვე ცუდად დაიწყო და ნოემბერში გუნდის დამრიგებლად ისევ ლეგენდარული სოსო ფილია დააბრუნეს, თუმცა სატურნირო ვითარება დიდად არც ამის შემდეგ შეცვლილა. ჩემპიონატი აგვისტოში დაიწყო და “კოლხეთმა” პირველი გამარჯვება მხოლოდ 17 მარტს მოახერხა. თითქოს, გადარჩენის იმედიც გაჩნდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა, 19 აპრილს ფოთური კლუბის დაქვეითება ოფიციალურად გაფორმდა. მიუხედავად ამისა, ფილია თავისი გუნდით მაინც კმაყოფილია. აი, რა უთხრა მან “მსოფლიო სპორტს”: “მართალია, გავვარდით, მაგრამ ამ შემთხვევაში სასიხარულო მეტი მაქვს, ვიდრე სანაღვლო. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვქმნით. გუნდს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ბოლო დროს დუბლებიდან თუ ახლომდებარე რაიონებიდან 25 ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიყვანეთ, რომელთაგან 20 ადგილობრივია. სწორედ ადგილობრვებთან მუშაობაა ჩვენი მთავარი მიზანი. მე განვითარების 3-წლიანი გეგმა მაქვს: გაისად უმაღლესში დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ, მეორე წელს ელიტაში დამკვიდრებას შევეცდებით, მესამე წელს კი, უკვე ხუთეულისთვის ან საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ამის თქმის საფუძველს ის პოტენციალი მაძლევს, რომელსაც ჩემს ფეხბურთელებში ვხედავ. ადგილობრივებს 4-5 გამოცდილი მოთამაშე რომ დავუმატოთ, ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება. ცხადია, ამ პროგრამაში ინფრასტრუქტურის განვითარებაც იგულისხმება, ქალაქის მერიაში უკვე გვქონდა საუბარი და ზაფხულიდან ალბათ სტადიონსაც მიხედავენ. პლუს, ვაპირებთ საწვრთნელი ბაზის აშენებას და ამისთვის 5 ჰექტარი მიწა უკვე შეგულებული გვაქვს. ამჟამად ხომ ურეკში გვიწევს ვარჯიში. მოგეხსებნებათ, ფოთი ნალექიანი ადგილია და სასურველია, ბაზაზე ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მაინც იყოს. დაბოლოს, აუცილებლად უნდა შევქმნათ ბავშვთა სკოლა, საიდანაც მომავალში შევსებას მივიღებთ. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს, რომელსაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ”.

- ანუ, თქვენ იზიარებთ “დილას” მენეჯერის, გია ისიანის ცნობილ 3-წლიან პროექტს?

- რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს ფეხბურთს. ვიცი, რომ ახალ მთავრობას სპორტთან მიმართებაში სერიოზული გეგმები აქვს და იმედია, არც ფეხბურთს მიატოვებენ. ახლა ჩვენ ახალფეხადგმული ბავშვივით ვართ, რომელსაც სიარული უნდა დააწყებინო და მერე თავისით გაივლის”.

გიორგი დანელიას ფილმების არ იყოს, ფოთშიც ასეთი ვითარებაა - ცოტა ნაღვლიანი, თანაც იმედიანი...

ტურის მეორე ხმაურიანი ამბავი განმუხურში მოხდა, სადაც “ზუგდიდი” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. 56-ე წუთზე დინამოელთა ესპანელი ჩისკო ზუგდიდელ ნიკა აფაქიძეს შეეჯახა, რის შემდეგაც ესპანელი ზუგდიდელ მცველს გამოეკიდა და ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა, აფაქიძე წაიქცა (იხილეთ ვიდეო ქვევით), ფეხბურთელებს შორის კი არეულობა დაიწყო, ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა. მსაჯი ლაშა სილაგავა კი ჩისკოს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრხილებით შემოიფარგლა. ამის შემდეგ თბილისელებმა ზუგდიდელებს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. თუ რა სანქციები მოჰყება ამ ეპიზოდს, ორშაბათს, 22 აპრილს შევიტყობთ, როცა დღის 3 საათზე “მიხეილ მესხის” მედიაცენტრში სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი საგანგებოდ შეიკრიბება. “სათამაშო ეპიზოდში ჩისკოს ფეხი მოვარტყი და წაიქცა. როცა მოვბრუნდი, ჩემსკენ მოემართებოდა, ჯერ შემაფურთხა და მერე დამარტყა”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” 21 წლის აფაქიძემ. მართლაც უცნაური რამ მოხდა. დაგვეთანხმებით, ვინც ჩისკოს იცნობს, ასეთი საქციელი მისგან ნამდვილად გაუკვირდებოდა. ესპანელი საკმაოდ გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწობილი ადამიანია. იგივე შეიძლება ითქვას აფაქიძეზეც. კიდევ უფრო აუხსნელია არბიტრის მოქმედება, რომელმაც ეს ეპიზოდი ჩვეულებრივ “გაატარა” და არცერთი ფერის ბარათი უჩვენებია ესპანელისთვის. თუმცა, როგორც ვთქვით, მტყუან-მართალს ორშაბათს გაარკვევენ.

და კიდევ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვარაუდი, თითქოს გაწევ-გამოწევისას ჩისკომ ქართველ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება. იმავე აფაქიძემ დაგვიდასტურა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, ჩვენც და ჩისკოც მდგომარეობის განმუხტვას ვცდილობდითო.

“კაჭარავა, წადი, დაგვიბრუნეთ ზესტაფონში ფეხბურთი” – ასეთი შეძახილები ისმოდა “დავით აბაშიძეზე” პარასკევ საღამოს. ზესტაფონელი ქომაგები მწვრთნელს უღიმღამო თამაშისა და წაგების გამო საყვედურობდნენ. მართლაც, გორელებმა ამ სეზონში მეოთხედ დაამარცხეს მარგველები. კაჭარავამ კი ნამატჩევს თქვა: “გუნდის ჩაბარებისთანავე განვაცხადე, რომ ჩვენი მიზანი მოწინავე ექვსეულში მოხვედრა იქნებოდა. ,,ზესტაფონი“ იმ დროისათვის 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ახლები მოვიდნენ. ერთ და ორ თვეში ძნელია ძლიერი კოლექტივის ჩამოყალიბება. ამას დრო, შეთამაშება სჭირდება. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. კონკრეტულად დღევანდელი მატჩს რაც შეეხება, მეტოქე რეალურად ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად მოგვიგოო.

მომავალ სამშაბათს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. შაბათს კი მორიგი ტურია. მთავარი ამბავი გორში მოხდება, სადაც “დილა” “დინამოს” უმასპინძლებს.

 

I-VI ადგილებისთვის

ზუგდიდი – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი გველესიანი (60), 0:2 ლევან ხმალაძე (90)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 გიორგი ბერიაშვილი (65), 1:1 ნიკა კვასხვაძე (73)

 

ზესტაფონი – დილა (გორი) 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (43), 0:2, 0:3 ნათან ჟუნიორი (51, 79)

 

1. დინამო (თბილისი)
28 20 6 2 73:20 66
2. დილა (გორი) 28 20 2 6 50:19 62
3. ტორპედო (ქუთაისი)
28 16 7 5 47:21 55
4. ჩიხურა (საჩხერე) 28 15 6 7 41:28 51
5. ზესტაფონი 28 11 6 11 31:27 39
6. ზუგდიდი 28 10 6 12 28:42 36

     

    29-ე ტური. 27 აპრილი: ჩიხურა – ზუგდიდი, ტორპედო – ზესტაფონი, დილა – დინამო (თბილისი)

     

     

    VII-XII ადგილებისთვის

    კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0

     

    დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 6:0 (3:0)

    გოლები: 1:0 ალექსანდრე კოშკაძე (12), 2:0 სანდრო გურული (14), 3:0, 4:0 ბესიკ ჩიმაკაძე (30, 65), 5:0 ვაჟა ქორიძე (72), 6:0 ამირან მუჯირი (89)

     

    სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:3 (0:3)

    გოლები: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (7), 0:2 გურამ ადამაძე (45), 0:3 გიორგი ვასაძე

     

    1. მეტალურგი (რუსთავი) 28 12 7 9 27:29 43
    2. მერანი (მარტვილი)
    28 8 3 17 27:48 27
    3. დინამო (ბათუმი)
    28 7 5 16 33:49 26
    4. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 28 6 8 14 20:38 26
    5. სიონი (ბოლნისი) 28 6 7 15 20:45 25
    6. კოლხეთი (ფოთი)
    28 2 7 19 15:46 13

    29-ე ტური. 27 აპრილი: სიონი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – დინამო (ბათუმი), მერანი - მეტალურგი

     

    მეგოლეები:

    21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

    17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

    16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

    12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

    10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

    9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

    8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)

    6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

    5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)

    4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”)

    3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი (ორივე - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

    2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

    1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გიორგი ჯანელიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

    ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

     

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

    ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

    - ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

    - ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

    - ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

    - ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

    - თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

     

    http://www.youtube.com/watch?v=kCVCiu6YbA4&feature=share

     

    0.127572