"ფილადელფიის" ხელმძღვანელობას სურს, რომ 2012-13 წლების სეზონის ბოლოს, დაგ კოლინზი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, - იტყობინება The Philadelphia Inquirer.
"სეზონის ბოლოს, დაგ კოლინზი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას და ამ მოვლენის გამო განაწყენებული, ნამდვილად არ უნდა დარჩეს", - განაცხადა "სიქსერსის" დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კოლინზის გათავისუფლებისა ის გახლავთ, რომ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო როგორც კალათბურთელებთან, ასევე პერსონალთან, რის გამოც, არაერთი კონფლიქტი წარმოიშვა გუნდის "შიდა სამზარეულოში".
შეგახსენებთ, რომ 61 წლის სპეციალისტს, 2013-14 წლების სეზონის განმავლობაში, ხელფასის სახით, 4,5 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.