ფეხბურთი

14:40 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ნევილი “მანჩესტერ იუნაიტედში” აღარ იმუშავებს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში, ფილ ნევილის ადგილი არ მოიძებნა.

ერთი წლის წინ, ნევილი, რომელიც “მანჩესტერში” 1995-2005 წლებში თამაშობდა, კლუბში დაბრუნდა და მაშინდელი თავკაცის დევიდ მოიესის ასისტენტად მუშაობდა. მართალია, მოიესი სეზონის დასრულებამდე დაითხოვეს, ნევილი თავის ადგილზე დარჩა.

ბოლო დრომდე 37 წლის ნევილი კლუბში ხელფასს იღებდა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” აღარ იმუშავებს. ამის შესახებ, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა თავის “ტვიტერში” დაწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063243