ESPN New York-ის ინფორმაციით, ფილ ჯექსონმა "ბრუკლინ ნეთსის" ხელმძღვანელობას უარი განუცხდა გუნდის გაწვრთნაზე.
ნბა-ს სტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ამჟამად კარიერის განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, თუმცა მისივე განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ რომელიმე ამბიციური კლუბი მას გენერალური მენეჯერის პოსტს შესთავაზებს, რადგან "დიდ ფილს" ლიგაში დაბრუნება უფრო მეტად ამ პოზიციაზე აინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ წრეში, "ჩიკაგოსთან" სერიაში მარცხის შემდეგ (3:4), "ნეთსის" ხელმძღვანელობამ აღარ გაუხანგრძლივა კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ პი ჯეი კარლესიმოს და ახლა აქტიურად ეძებს მის შემცვლელს. ჯექსონის უარის შემდეგ, "ბრუკლინის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები "მილუოკის" ყოფილ მწვრთნელ სკოტ სკაილზთან.