ფეხბურთი

13:35 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

 

ფიფა/კოკა-კოლას ეროვნულ საფეხბურთო გუნდთა სექტემბრის თვის რეიტინგში, საქართველოს ნაკრების პოზიცია, აგვისტოსთან შედარებით არ შეცვლილა და თემურ ქეცბაიას შეგირდები, კვლავ 97-ე ადგილზე იმყოფებიან.

რეიტინგის სათავეში ისევ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრებია. მე-2 ადგილზე არგენტინელები აღზევდნენ, ხოლო გერმანიამ პოზიცია ერთი საფეხურით დათმო და მე-3-ზე ჩამოქვეითდა.

სექტემბრის თვის მონაცემებით, ფიფა/კოკა-კოლა რეიტინგში ეროვნულ ნაკრებთა საუკეთესო ოცეულის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1 (1). ესპანეთი – 1514

2 (4). არგენტინა – 1263

3 (2). გერმანია – 1261

4 (6). იტალია – 1199

5 (3). კოლუმბია – 1180

6 (10). ბელგია – 1159

7 (12). ურუგვაი – 1126

8 (9). ბრაზილია – 1067

9 (5). ჰოლანდია – 1058

10 (8). ხორვატია – 1051

11 (7). პორტუგალია – 1029

12 (11). საბერძნეთი – 1016

13 (19). აშშ – 996

14 (15). შვეიცარია – 992

15 (16). რუსეთი – 968

16 (21). ჩილე – 967

17 (14). ინგლისი – 947

18 (13). ბოსნია – 934

19 (18). კოტდივუარი – 902

20 (17). ეკვადორი – 851

...25 (23). საფრანგეთი – 812

...56 (65). ფინეთი – 591

...80 (87). ბელარუსი – 458

...97 (97). საქართველო – 364

ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. 

0.116777