ფეხბურთი

12:00 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ “ოქროს ბურთის” ფინალისტთა სია გააფართოვა

 

ფიფამ გადაწყვიტა, “ოქროს ბურთის” ფინალურ ტურში გასული კანდიდატების რაოდენობა ხუთამდე გაზარდოს. ესპანური პრესის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის წინასაფინალო პრესკონფერენციაზე გააკეთა. სხვა დეტალები კი ჯერ არავის დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, “ოქროს ბურთს” ფიფა ჟურნალ France Football-თან ერთად ყოველწლიურად გადასცემს წლის საუკეთესო ფეხბურთელს. გამოკითხვაში მონაწილეობას მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები, მწვრთნელები და ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები იღებენ.

მათ არჩევანი 23 პრეტენდენტს შორის უნდა გააკეთონ, რომელთა სიაც 29 ოქტომბერს დასახელდა. წინა წლებში ფინალურ ეტაპზე სამი კანდიდატი რჩებოდა ხოლმე. ამჯერად კი გამარჯვებულის გამოვლენამდე 5 კანდიდატის ვინაობა გაირკვევა.

 

0.126793