2013 წლის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტების სია ცნობილია. პრიზისთვის, რომელსაც ფიფა გამოცემა France Football-თან ერთად გასცემს, 23 ფეხბურთელი იბრძოლებს. მათ შორის საუკეთესო მსოფლიოს ყველა ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების, ასევე წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემების გამოკითხვის შედეგად დასახელდება.
კანდიდატებს შორის მოხვდნენ: გარეთ ბეილი (უელსი), ლუის სუარესი, ედისონ კავანი (ორივე ურუგვაი) რადამელ ფალკაო (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა, ჩავი (ესპანეთი), ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი (ყველა გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტიაგო სილვა, ნეიმარი (ორივე ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), რობინ ვან პერსი, არიენ რობენი (ორივე ჰოლანდია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), იაია ტურე (კოტ დივუარი).
შეგახსენებთ, “ოქროს ბურთის” მოქმედი მფლობელი ლიონელ მესია, რომელიც საუკეთესოდ ზედიზედ ოთხჯერ დაასახელეს.