ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისისა და პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციები დააჯარიმა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, რომელიც ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართა, ტრიბუნებზე მჯდომმა პოლონელმა გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.
პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციას ამ დარღვევის გამო 30 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ინგლისელები კი 10 ათასით იმის გამო დაჯარიმდებიან, რომ სტადიონზე წესრიგი ვერ უზრუნველყვეს. შეგახსენებთ, თამაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გაინაღდეს.