ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ოვერტაიმში მეოთხე შეცვლის წესის დანერგვის შესახებ აქტიურად მუშაობს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საკითხის მართებულობას დეტალურად განიხილავს და თუ დადებით გადაწყვეტილებამდე მივიდა, ახალი წესი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან შევა ძალაში.
ფიფას ტექნიკური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ოფიციალური კომენტარიც გააკეთა:
“მშვენიერი იდეაა, ოღონდ, ჩემი აზრით, მეოთხე ცვლილების განხორციელება გუნდს მხოლოდ დამატებით დროში უნდა შეეძლოს და ისიც მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს.