ფეხბურთი

13:57 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა-ს პარტნიორებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ბრაზილიის მთავრობა აპირებს გაერკვეს სიტუაციაში - მონაწილეობს თუ არა ფიფას ოფიციალური სააგენტო MATCH Services-ი პროცესებში, რომლის შედეგად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ, ქვეყანაში საცხოვრებელ სახლებზე ფასები მატულობს.  

ქვეყნის მთავრობამ სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელიც უნდა გაერკვეს, თუ რამ გამოიწვია ავიაგადაფრენებისა და საცხოვრებელი სახლების ფასის მატება. მათ უნდა გაარკვიონ, თუ რამდენი საცხოვრებელი დაჯავშნა სააგენტო MATCH Services-მა მასპინძელ ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური კანონმდებლობით, თუ საერთო მაჩვენებელი 20 პროცენტზე მაღალი იქნება, ეს კანონდარღვევაა და სააგენტოს მინიმუმ ჯარიმის გადახდა მოუწევს.

MATCH Services-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ფასების რეგულაციით არ არიან დაკავებული და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მხოლოდ ფიფა-ს მაღალჩინოსნების, გუნდების, დელეგატების და სხვა ოფიციალური პირების საცხოვრებელ სახლებში განთავსებით არიან დაკავებული. ამასთან, ეს სააგენტო ფიფა-ს ოფიციალური საიტის მეშვეობით საცხოვრებლებს უბრალო გულშემატკივრებსაც სთავაზობს. 

0.118468