ფეხბურთი

21:08 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ ნიგერიას სანქცია მოუხსნა

FIFA-მ, ნიგერიისთვის დაწესებული სანქცია გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფრიკული ქვეყნის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

9 ივლისს, ნიგერიულ გუნდებს FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევაა.

დღეს გაირკვა, რომ FIFA-მ ნიგერიელებს შეზღუდვა მოუხსნა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაში შემჩნეული ყველა პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

0.114141