ფეხბურთი

18:53 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა დოპინგზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილეს შეამოწმებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დოპინგთან ბრძოლას დიდ ყურადღებას დაუთმობს.

ფიფას სამედიცინო სამსახურის უფროსმა ირჟი დვორაკმა განაცხადა, რომ უკლებლივ ყველა მოთამაშე, რომელიც ბრაზილიაში საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს, დოპინგ-კონტროლს გაივლის. ფეხბურთელებს და გუნდის წარმომადგენლებს არ ეცოდინებათ, თუ როდის ჩატარდება სამედიცინო შემოწმება და ეს ექიმების მოქმედებას უფრო ეფექტურს გახდის.

“ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას აღმოვჩნდეთ, სადაც კი მოგვინდება. ყველა გუნდს მოვთხოვეთ, რომ მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი ფეხბურთელი სად იქნება 1 მარტიდან. როგორც კი ამ მონაცემებს მივიღებთ, დავგეგმავთ ვის სად მივაკითხოთ” - განაცხადა დვორაკმა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 12 ივნისს, ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩით გაიხსნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100528