FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის მიზეზი 7 ივნისს, არგენტინასა და სლოვენიას შორის გამართულ მატჩამდე მომხდარია.
ლა პლატაში გამართული შეხვედრის დაწყებამდე, არგენტინელმა ფეხბურთელებმა სურათი გადაიღეს ბანერთან, რომელზეც ეწერა “მალვინელები არგენტინელები არიან.”
საქმე ისაა, რომ მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულები არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის დავის საგანია. სწორედ ეს გახდა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყების მიზეზი.
FIFA-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არგენტინელების ქმედებაში პროვოკაციული ქცევა და გუნდური შეუსაბამო საქციელი შეინიშნება.