ჭადრაკი

20:41 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიდემ ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა

ახალი თვის, აპრილის დაწყებასთან ერთად, ფიდემ (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა შორის პირველ ათეულში მე-6 ადგილი შეინარჩუნა საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ (2550 პუნქტი). ძაგნიძის გარდა, პირველ ასეულში 11 ქართველი მოჭადრაკე იმყოფება. ესენი არიან: 11. ბელა ხოტენაშვილი (2513), 27. ლელა ჯავახიშვილი (2475), 32. ნინო ხურციძე (2460), 33. სალომე მელია (2459), 62. ნინო ბაციაშვილი (2408), 64. მერი არაბიძე (2406), 69. სოფიკო გურამიშვილი (2394), 89. თამარ წერეთელი (2375), 90. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 94. მაია ლომინეიშვილი (2366), 98. სოფიო გვეტაძე (2356).

რაც შეეხება პირველ ათეულს, ასე გამოიყურება: 1. იუდიტ ოლგარი (უნგრეთი, 2685), 2. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2618), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2613), 4. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560), 5. ჟაო სიუე (ჩინეთი, 2552), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550), 7.კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543), 8. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2527), 9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527), 10. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2524).

ვაჟთა პირველ ასეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავს. საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა 2706 პუნქტით 41-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება პირველ ათეულს, იგი ასე გამოიყურება: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2881), 2.ლევონ არონიანი (სომხეთი, 2812), 3. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2785), 4.ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), 5.ფაბიანო კარუანა (იტალია, 2783), 6.ალექსანდრ გრისჩუკი (რუსეთი, 2777), 7.სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772), 8.ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2772), 9.ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2772), 10.შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2760).

20 წლამდელ ვაჟთა პირველ ასეულში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. უკეთესი სიტუაციაა ქალთა შორის, სადაც საქართველოს პირველ ასეულში 3 მოჭადრაკე ჰყავს. ესენი არიან: 6.მერი არაბიძე (2406), 33. მარიამ დანელია (2237), 100.ნატო იმნაძე (2113).

0.11292