კალათბურთი

15:20 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა მსაჯთა ინტერკონტინეტურ სემინარში მიიღო მონაწილეობა

17-23 სექტემბერს ლიტვის ქალაქ დრუსკინინკაიში ფიბა ევროპის ეგიდით გაიმათა კალათბურთის მსაჯთა და კომისართა საერთაშორიო სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფიბასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორმა, ფიბას კომისარმა მერაბ რატიშვილმა.

სემინარს უძღვებოდნენ ფიბა ევროპის ინსტრუქტორები, ფიბას კომისრები დავორინ ნაკიჩი (ხორვატია) და კშიშტოფ კორალევსკი (პოლონეთი). მერაბ რატიშვილმა სემინარზე ინსტრუქტორების ასისტენტად იმუშავა და თავის წვლილი შეიტანა ევროპის, აზიის და აფრიკის 40 მსაჯის განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: “კალათბურთის ახალი ოფიციალური წესების და ინტერპრეტაციების ჰარმონიულად დანერგვა თამაშსა და მასჯობაში”, “ცვლილებები მექანიკის ძირეულ პრინციპებში 3-კაციანი მსაჯობისას”.

სემინარის მონაწილეებმა იმსაჯეს დრუსკინინკაისა და პრიენაში გამართული 3 საერთაშორისო ტურნირის მატჩები (ორი ვაჟთა – ევროთასისა და ევროჩელენჯის გუნდების მინაწილეობით; ერთი ქალთა – ევროლიგის გუნდების მონაწილეობით). ყოველი თამაშის მერე ტარდებოდა მსაჯობის ექსპრეს-ანალიზი, ხოლო მომდევნო დილით, ინსტრუქტორების მიერ საგანგებოდ მომზადებული ვიდეოკლიპების საშუალებით ხდებოდა მსაჯობის დეტალური ანალიზი.

სემინარზე გამოქვეყნებული მეთოდურ მასალის, ზემოაღნიშნულ ვიდეოკლიპების, ფიბასა და ფიბა-ევროპის სამსაჯო ინსტრუქციების გამოყენებით მერაბ რატიშვილი, ფიბას არბიტრ მაკა კუპატაძესთან ერთად ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაატარებს რამდენიმე სემინარს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატების მომსახურე მოედნისა და მაგიდის მსაჯებისთვის.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118858