კალათბურთი

15:40 | 7.08.2013 | ნანახია 2489 - ჯერ

ფიბა-ევროპა საქართველოს აუტსაიდერად მიიჩნევს

როგორც არაერთხელ დაგვიწერია, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ, ფიბა-ევროპას ოფიციალური ვებ-გვერდი მომავალი ტურნირის მონაწილე ნაკრებთა რეიტინგს ადგენს და მასში ცვლილებებს გუნდების რიგებში მომხდარი სიახლეების შესაბამისად ასახავს.

განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოლო 24-ე ადგილზე აღმოჩნდა და იმ დიდი დანაკლისის გათვალისწინებით, რომელიც იგორ კოკოშკოვის გუნდს აქვს, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. აი, რა წერია ფიბა-ევროპას საიტზე.

“თორნიკე შენგელიას გამოკლება, რომელიც ნბა-ს საზაფხულო ლიგაში “ბრუკლინ ნეთსის” რიგებში თამაშობდა, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის დიდი დარტყმაა. მითუმეტეს, რომ ევროპის პირველობას ტოვებს ქართველთა კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი – ზაზა ფაჩულია”.

იმ ნაკრებთაგან, რომლებიც მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს მსგავსად, C ჯგუფში ითამაშებენ, საუკეთესო პოზიცია ესპანეთს უკავია. მოქმედი ევროპის ჩემპიონი რეიტინგში მე-4 ადგილზე გახლავთ, მასპინძელი სლოვენია მეხუთეა, ხორვატია – მე-10, პოლონეთი – მე-17, ხოლო ჩეხეთი – 22-ე.

კლასიფიკაციის მოწინავე სამეულში ადგილები შეინარჩუნეს საბერძნეთმა, ლიტვამ და საფრანგეთმა. ბერძნებს იოანის ბურუსისის ტრავმის მიუხედავად, ჩინებული შემადგენლობა ჰყავთ შეკრებილი, ლიტვამ და საფრანგეთმა კი საწყისი საკონტროლო მატჩები დანაკარგის გარეშე განვლეს. ლიტველებმა ორჯერ ბელგიელებს მოუგეს (86:61, 66:53), ხოლო ფრანგებმა ფინეთს (101:93) და გერმანიას (89:84) სძლიეს.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:35 | 08.08.2013
გუგა80 (1551)

ჩემთვის ღრმად სამწუხაროდ 100%ით ვეთანხმები ფიბას.

23:12 | 07.08.2013
sabonis (9584)

როგორც ჩანს სამიანებს ცუდათ ვისვრით ერთი გვაქვს ჩაგდებული და ისიც ბურჯანაძის მიერ.

22:49 | 07.08.2013
melika (29)

stripslashes((strlen('http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/64/78/95cHWdzHrG3As/')>0?'http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/64/78/95cHWdzHrG3As/':'http://www.fibalivestats.com/matches/20511/08/64/78/95cHWdzHrG3As/'))

22:48 | 07.08.2013
nika 200 (6)

სად ნახულობ?

22:47 | 07.08.2013
melika (29)

17-9 ვაგებთ

22:43 | 07.08.2013
nika 200 (6)

იციტ რა ანგარიშია?

22:38 | 07.08.2013
don karleone (116)

დაბლოკილია არ იხსნება

22:37 | 07.08.2013
nika 200 (6)

რა გავაკეთო მითხარით რა
ვერ ვუყურებ

20:41 | 07.08.2013
davit-tg (768)

fiba თავის საქმეს აკეთებს,ყოველგვარი ემოციების და მიკერძოების გარეშე,მშრალი სტატისტიკით ხელმძღვანელობს.და მით უფრო სასიხარულო იქნება თუ ჯგუფში ორ გუნდს მაინც მოვუგებთ,სხვებზეც არ ვიტყვი უარს მაგრამ რეალურად ამის ძალა შეგვწევს,თუ უკეთესედ ვიქნებით მოტივირებული

08:26 | 08.08.2013
jikha (947)

სამწუხაროდ ასეა

20:27 | 07.08.2013
don karleone (116)

stripslashes((strlen('http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-18b9bd8c-1ab9-44e8-a684-fd3430493964')>0?'http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-18b9bd8c-1ab9-44e8-a684-fd3430493964':'http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-18b9bd8c-1ab9-44e8-a684-fd3430493964'))

20:28 | 07.08.2013
don karleone (116)

წესით აქ უნდა იყოს

20:15 | 07.08.2013
tato_84 (575)

იტალია საქართველოს ლინკი დადოთ იქნებ ვინმემ, იქნებ ადმინ შენ გვიშველო.

17:43 | 07.08.2013
vaso8522 (1669)

რა აიკვიატეთ ეს შენგელია, დიდი დანაკლისია, მაგრამ ზაზას დანაკლისთან შედარებით ნახევარიც არაა, ზაზა გუნდის სული და გულია გინდ თამაშის მხრივ და გინდ როგორც ლიდერი, თოკოს სკიტა შEცვლის და როგორ\ც მგონია უკეთესადაც, აი ფაჩულია დღესდღეობით შეუცვლელია

17:24 | 07.08.2013
isildur (544)

დღევანდელ თამაშს აჩვენებს ვინმე ან რამე?

17:16 | 07.08.2013
davidbe (3927)

შენგელიაზე არ ვიცოდი ტრამვა თუ ქონდა???!მართლა მაგრა დაგვაკლდება

16:38 | 07.08.2013
kipiani (570)

თუ იცით საქართველოს ამხანაგურებს რომელიმე ტვ აჩვენებს?

16:36 | 07.08.2013
Kala94 (6114)

დავამტკიცოთ რომ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს !

16:14 | 07.08.2013
Slovan Bratislava (626)

მაგასაც ვნახავთ ვინაა აუტსაიდერი
0?'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'>http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

0.126718