სხვა

1:16 | 6.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფიასკო ისრაელში

ხელბურთის კლუბმა “სსაუ თბილისმა” წლევანდელი ევროსეზონი გამანადგურებელი მარცხით გახსნა. ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის პირველი რაუნდის საწყის მატჩში, მამუკა მჟავანაძისა და მოთამაშე მწვრთნელის ტიტე კალანდაძის მიერ დარიგებულმა გუნდმა ებრაულ “ჰაპოელთან” 32:50 წააგო და განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც ასევე ისრაელი უმასპინძლებს, ფორმალობად აქცია.
მატჩს, რომელსაც რიშონ ლე ციონის მუნიციპალურმა დარბაზმა უმასპინძლა, 400 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა იოლი გამარჯვებაც იხილა. “ჰაპოელმა” პირველი ტაიმი 24:17 მოიგო, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 18-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.
როგორც აღვნიშნეთ, უსახსრობის გამო, “სსაუ თბილისი” განმეორებით მატჩსაც ისრაელში ჩაატარებს. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობისთვის, ორი მატჩის ჯამში ქართულ-ებრაული დაპირისპირების გამარჯვებული, მე-2 რაუნდში, ოქტომბრის დასაწყისში, უკრაინულ “პორტოვიკს” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090014