ავტოსპორტი

3:28 | 8.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

FIA–მ კალენდარი უცვლელად დატოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სეზონის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ისევ ოცი ეტაპისგან შედგება და მისი პირვანდელი ვარიანტისგან არ განსხვავდება.

კალენდარში კვლავ შეტანილია ოსტინის (აშშ, შტატი ტექსასი) ეტაპი. არადა, ამ ტრასის მშენებლობა კვლავ გაჩერებულია, რადგან რბოლის ორგანიზატორებსა და მათს პარტნიორებს შორის, ჯერაც უთანხმოებაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბერნი ეკლსტოუნმა მათ ვადა მისცა, თუმცა ამის მიუხედავად, ოფიციალურ კალენდარში ამერიკული ეტაპი მაინც დარჩა.

მომავალი სეზონის კალენდარში ასევე შეტანილია ბაჰრეინის დიდი პრიზი, რომელიც სახელმწიფოში მიმდინარე არეულობათა გამო, გასულ სეზონში არ ჩატარდა. ქვეყანა ჯერ არ დამშვიდებულა და არაა გამორიცხული, მომავალ სეზონშიც მას ფ1–ის ქარავანმა გვერდი აუქციოს.

ახალი სეზონი ავსტრალიაში, 18 მარტს დაიწყება და ბრაზილიაში, 25 ნოემბერს დასრულდება.

 

ფ1–ის 2012 წლის კალენდარი

18 მარტი                   ავსტრალია

25 მარტი                   მალაიზია

15 აპრილი                ჩინეთი

22 აპრილი                ბაჰრეინი

13 მაისი                    ესპანეთი

27 მაისი                    მონაკო

10 ივნისი                  კანადა

24 ივნისი                  ევროპა

8 ივლისი                  ბრიტანეთი

22 ივლისი                გერმანია

29 ივლისი                უნგრეთი

2 სექტემბერი           ბელგია

9 სექტემბერი           იტალია

23 სექტემბერი         სინგაპური

7 ოქტომბერი           იაპონია

14 ოქტომბერი         კორეა

28 ოქტომბერი         ინდოეთი

4 ნოემბერი               აბუ დაბი

18 ნოემბერი             აშშ

25 ნოემბერი             ბრაზილია

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091333