საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ შაბათს საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ფეხბურთის განვითარების სამწლიანი პროექტი წარუდგინეს. ხსენებული პროექტის დეტალურად გაცნობის მსურველს მისი ნახვა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია. პროექტი 3-წლიანია (2014-2017) და საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდან 99 მილიონი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს – წელიწადში 33 მილიონი ლარი. სეზონის განმავლობაში უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან ყოველი მაქსიმუმ 1,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო პირველი ლიგის გუნდებიდან თითოეული – 400000 ლარს. აქვე გეტყვით, რომ პროექტი 18-გუნდიან პირველ ლიგას ითვალისწინებს. საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ლიგისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის საპრიზო ფონდი 7,8 მილიონი ლარი იქნება.
ფედერაციის ხელმძღვანელები ორშაბათს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას შეხვდნენ, ხოლო სამშაბათს პრესკონფერენცია ჩაატარეს.
სიჭინავამ პროექტის იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ღარიბაშვილს გააცნეს. კერძოდ, საუბარია სახელმწიფოს მხრიდან კლუბების ფინანსურ მხარდაჭერასა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე (წელიწადში 3 სტადიონის რეაბილიტაცია). 2015 წლის უეფას ევროპის სუპერთასისთვის გასაწევ სამუშაოებზე. უკვე გადაწყვეტილია, რომ ხსენებული მატჩი “დინამო არენაზე” ჩატარდება. საქართველოს 2017 წელს 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. ფედერაციის ჩანაფიქრით თამაშები “დინამო არენაზე”, “მიხეილ მესხზე”, რუსთავის “ფოლადზე” და გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” უნდა გაიმართოს. ამასთანავე, მზად უნდა იყოს “მცხეთა პარკისა” და ტექნიკურ ცენტრ “ბასას” მოედნები.
ფედერაცის პროექტის მიხედვით, უეფასთან ერთად და სახელმწიფოს ხელშეწყობით კარგი იქნება თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფეხბურთის განვითარების სამი ცენტრი ე.წ. საფეხბურთო აკადემიები ჩამოყალიბდება. ასევე, ხსენებული პროექტიდან გამომდინარე, სპორტის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.
ეს პროექტის თუ განხორციელდა, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საპრიზო ფონდი გუნდების მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით გადანაწილდება. უმაღლესი ლიგის გუნდების გარდა, პირველი ლიგის გუნდების დახმარებაცაა გათვალისწინებული, რომ მათ დუბლშემადგენლობები და ჭაბუკთა თითო გუნდი ჰყავდეთ.
სიჭინავამ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ ფეხბურთი არსებულ ვითარებაზე სიმართლე გააგებინეს. ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმინისტრი დაინტერესდა პროექტით და კომისიის შექმნა აღუთქვა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს. ღარიბაშვილმა ნარმანიას დაავალა, რომ სტადიონების რეაბილიტაციის, სუპერთასის მასპინძლობის, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისა და საფეხბურთო აკადემიების ჩამოყალიბების საკითხები განეხილა.
სიჭინავამ დააფიქსირა, რომ თუ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც შაბათის შეხვედრას ესწრებოდა, ფეხბურთის განვითარების საკუთარი პროექტი აქვს, რომელიც ფედერაციისაზე უკეთესია და სახელმწიფო მხარს დაუჭერს, მისთვის პრობლემა არაა.
მან განაცხადა, რომ ხსენებული პროექტის მიხედვით, ქართულ ფეხბურთში მოთამაშეების ჩათვლით 4000 ადამიანი დასაქმდება და კლუბებში როგორც მენეჯმენტის, ასევე მარკეტინგის საკითხები მოგვარდება.
ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება კონტროლის მექანიზმები, რომ კლუბებისთვის გაცემული თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ შემთხვევაში ფედერაციას კლუბებისთვის მისაცემ ფულთან შეხება არ ექნება. ისინი სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს ხაზინიდან მიიღებენ.
სიჭინავამ ჟურნალისტებს აუწყა, რომ მათ პროექტს ხელისუფლება უახლოესი კვირეების განმავლობაში განიხილავს და ფედერაციას პასუხს გასცემს.
სიჭინავას თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან, ფედერაციამ 2400000 ლარი კლუბებს დაუთმო, 220000 ლარის “დიზელით” უზრუნველყო, პირველი ლიგის ყველა გუნდი “სალერის” ეკიპირებით შემოსა და მსგავსი რამ მსოფლიოში არსად ხდება. მაგალითად, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მოიყვანა, რომელსაც ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარი აქვს და კიდევ 300 მილიონს მატჩების ტელეტრანსლაციებიდან იღებს.
რაც შეეხება ქეცბაიას ხელფასს, რომელიც უკვე სფფ-ს გასასტუმრებელია, ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შარშან სახელმწიფოს მიერ მიცემული 7 მილიონი ლარიდან, აპრილში თანხა აღარ ჰქონდათ და ყველა ხარჯს ფედერაცია ფარავდა. მისი ვარაუდით, წელსაც იგივე მოხდება და სფფ-ს, რომელიც მათხოვარი არაა, ბიუჯეტი დაგეგმილი აქვს და ქეცბაიას ხელფასის გასტუმრებასაც შეძლებს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ფედერაცია ერთ სათამაშო მოედანს ვერ გააკეთებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლილარდს არ გამაზავს მეფე და გაისად გაიკეთებს მეხუთე ბეჭედს. დარწმუნებული ვარ მოაყომარებენ მაგ ამბავს ელეიში!
გამიტყდა ბერძენის დალეწვა მიუედავად იმისა რო მაგრა მკიდია ეგ ცხოველი, რა წონა ექნება ესეთ ბეჭდებს როცა ყველა ილეწება, მაგრამ ლიჟბი იმ ასომ არ მოიგოს გენერალს რო ეძახიან.
იასნია რომ ბეჭედი უნდა დეიმთაიმს და პორტლენდზე უარეს გუნდში არანაირად არ წავა.ახლა გააქტიურდება ლეიკერსიც და სხვებიც ვისაც ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია ბრუკლინის გარდა.კი უყვარს კეიდის 3-4 სტართან თამაში მაგრამ ვერც ხელფასით გაწვდებიან ლილარდს და პოციურადაც ვერ ჩააჯენენ გუნდში.გოლდენმა შეიძლება სიაკამი და სიმონსი დაიმატოსო
ლილარდმა მოითხოვა გაცვლა და ახლა წავა დედის წიოკი მაგ ტრეიდზე
ერთი წარბა დაემტვრა ლეიკერსს და გარბიჯი ათამაშა ფინიქსმა ყველა თამაში უწარბო ლეიკერსს და კლიპერსმა თუ კავაის გარეშე გაიარა ეგ ფინიქსი საღოლ მაშინ.გამოდის რომ წარბას უფრო მეტი როლი ქონია თავის გუნდში ვიდრე კავაის
კავაის(პლუს იბაკაც აკლიათ) გარეშე რომ კლიპერსი ფინალში გავიდეს,ნაღდად დაეცემა ლეონარდის სტატუსი.ბაქსსთან კი წააგებენ ულეონარდი კლიპერსელები მაგრამ კავაის გარეშე ჯაზი-ფინიქსის გაგდებაც არ იქნება ხუმრობა
ებიჯო ვის რად უნდა შენი 50 ლარი,მიხედე დუქანს.ჯორჯის პერფომანსი ნაღდად გამოსარჩევი იყო და მიდლტონს რაც შეეხება მე თუ მკითხავთ იანისზე მეტი ლიდერი ეგაა ბაქსის.ჯერ მიდლტონმა მოუგო სერია ბრუკლინს და მერე იანისმა
არ უნდა 50 გელა როგორც სჩჰანს
"რადნოი" ნიკით წერე ხოლმე, ნუ გრცხვენია

რა იქნა ეს სექსუალი კი მარა
დღეს იანგი თუ არ იყო მილუოკი 4-1ს მარტივად დახურავს
ჯორჯს როგორ უნდა ბეჭედი არ ნებდება. ვნახოთ ვნახოთ რა ძალა ეყოფა კლიპერსს სერიის დასატრიალებლად. ძალიან საინტერესოა ის რაც დღეს მოხდა
ჯერ ლებრონს ეჭიდავებოდა ინდიანაში , ეხლა აქაც მარტო დარჩა , მეეჭვება ბეჭდის მაგრამ ვნახოთ რა გამოვა.
ინდიანას ჯორჯი მართლა საუკეთესო იყო
პულსი გაუძლიერდა კლიპერსს
მალე დაუვარდება
კავაი კიდე არაა და ფინიქსმა უნდა დახუროს სერია დღეს წესით. მილუოკი ატლანტა 4-2ს სერია არ გაექცევა მაქსიმუმ მითუმეტეს ტრეიმ კოჭი დაიზიანა. ფინიქსი მილუოკის ფინალი დიდი ალბათობით შედგება, ფლეიოფებიდან გამომდინარე ღირსეული ფინალიც შეიძლება დაერქვეს. მოგებას ორივე იმსახურებს ფაქტია
მეგონა იუტას დამარცხების მერე ფინიქსაც მოინელებდა თუნდაც კავაის გარეშე კლიპერსი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სამართლიანი თამაშის არ მჯერა მაინც დამსახურებულად გავა ფინიქსი თუ მოიგებს. კავაით ეს გუნდი ერთერთი უმთავრესი ფავორიტია და ფავორიტი იყო შარშანაც რომ არა დებილი მწვრთნელი თუ ზემოდან ჩაწყობა). ამ მორისს დალასთან აუდგა მაინცდამაინც (ნუ იუტასთანაც
)
ბაქსმა დაიბრუნა უპირატესობა და სურვილის შემთხვევაში მალევე დაასრულებს სერიას.
ნუ, მილუოკი უკვე საფუძვლიანად "უიასნებს" ატლანტას ))
ჩემი აზრით შემდეგ ორ თამაშსაც კომფორტული სხვაობით ატაკებს. მაქსიმუმ, 4:2 იყოს ამ სერიის საბოლოო ანგარიში. არაა ჰოუქსი ხარირმების საპირწონე მეტოქე.
ისიც კარგად გამოჩნდა ამ პლეიოფში, რომ მარტო ბერძენის გუნდი არაა ბაქსი. სხვებიც ხშირად იღებენ ლიდერობას საკუთარ თავზე და ეს პირველ რიგში მიდლტონზე ითქმის.
გაიზარდა ბუდენგოლცერის სასტავი მენტალურად. წესით ჩემპიონობა მათია.
ჩემი აზრით მიდლტონი მთელი ფლეიოფი არაფრით ჩამოუვარდება იანისს საერთოდ თუ არ ჯობია