ფეხბურთი

20:48 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ასოციაციამ საუკეთესოები დაასახელა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შანსი აქვთ იაია ტურეს (“სიტი”), სტივენ ჯერარდს (“ლივერპული”), ედენ აზარს (“ჩელსი”), ადამ ლალანას (“საუთჰემპტონი”), დანიელ სტარიჯს (“ლივერპული”) და ლუის სუარესს (“ლივერპული”).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ როს ბარკლი (“ევერტონი”), ედენ აზარი (“ჩელსი”), აარონ რემზი (“არსენალი”), ლიუკ შოუ (“საუთჰემპტონი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”) და დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”).

0.117946